საზოგადოება

დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა კვლავ რჩება აკრძალვა, რომელიც ავტომობილით გადაადგილებას ეხება

18.05.20 10:00


საქართველოში დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე მოიხსნება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამასთან, კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების თაობაზე. კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები კი უნდა ისხდნენ ავტომობილის უკანა სავარძელზე.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები