პოლიტიკა

თანასწორ და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებაა - პრემიერის მრჩეველი ლელა აქიაშვილი

18.05.20 10:15


ვიზიარებთ იმ საერთაშორისო სულისკვეთებას, რაც თანასწორობისკენ სწრაფვას გულისხმობს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლელა აქიაშვილის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია "აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“

საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების აღსრულება თითოეული ჩვენგანის ვალია. ამას გარდა, ვაცნობიერებთ თანასწორობის უფლების დაცვის მნიშვნელობას ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.

საქართველოს კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრაშია, არ ზღუდავს თანასწორობის უფლებას. დღეს ჩვენი ამოცანაა თანასწორობის უფლების პრაქტიკული განმტკიცება, მათ შორის სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ.

თანასწორ და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრება თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებაა", - აცხადებს ლელა აქიაშვილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები