პოლიტიკა

გიორგი გახარია “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიას “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება

18.05.20 11:45


საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიას “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საქმეში მოქალაქეებისა და მთავრობის ძალისხმევა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარება ფასდაუდებელია.

“ჩვენს მოქალაქეებს შორის პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მთავრობის სწრაფი მოქმედება, ჩვენი პარტნიორების საერთაშორისო დახმარება ფასდაუდებელი აღმოჩნდა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საქმეში”, – აღნიშნავს პრემიერი.

ცნობისთვის, “Washington Post”-ის სტატიაში ნათქვამია – “მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია”.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები