პოლიტიკა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს

18.05.20 12:20


თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია თანამდებობას ტოვებს. ხუნწარიამ დედაქალაქის მერს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.

თბილისის მერიაში ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება.

შეგახსენებთ, რომ სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები