საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი: ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნა აუცილებლად გაგრძელდება

01.09.16 20:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნა აუცილებლად გაგრძელდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ძებნის ოპერაციაში დახმარებისთვის პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიმართა.

„აუცილებლად გაგრძელდება ძებნა და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალურად, რაც შეუძლია ქვეყანას. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ პარტნიორებს დახმარებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები