საზოგადოება

ოცი მილიონიც რომ დაჯდეს მზად ვარ ბათუმში მეჩეთის მშენობლობა დავაფინანსო - ბიძინა ივანიშვილი

01.09.16 20:10


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მზად არის ბათუმში მეჩეთის მშენებლობა დააფინანსოს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ გააკეთა.

„მე მთავრობიდან წავედი ძალიან მალე, თუმცა ამ იმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ. სერიოზულად უკვე პროექტი გამზადებული გვქონდა და საუბარი იყო არსებული მეჩეთის გაფართოებაზე. რაც შეეხება მილიონებს, იქ 10 მილიონზე იყო მაშინ საუბარი, ოციც რომ დაჯდეს და ოცდაათიც, მე მზად ვარ დავაფინანსო. ვიცი, რომ ადგილობრივი მუსლიმების ხელმძღვანელობას გაუჩნდათ სხვა მოთხოვნა. იქ რაღაც ოფისზე იყო საუბარი, ადგილობრივი ხელისუფლება, არჩილ ხაბაძეც დაეხმარა მათ. მერე ეს თემა ცოტა მიიჩქმალა და მინელდა, ამის შემდგომ ისევ გაიღვიძა ამ თემამ. მე დღეს მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ დაფინანსებას რაც შეეხება, დღესაც მზად ვარ. საოცრად მიყვარს ჩვენი მუსლიმები. მაღალმთიან აჭარას გავიხსენებ, საოცრად დაბალანსებული ხალხი ცხოვრობს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები