პოლიტიკა

პრემიერი: ასეთი ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია

19.05.20 14:40


"ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა იყოს პრიორიტეტი, კახეთში ამის თქმა საამაყოა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში კახეთში კარგი ვითარებაა, მაგრამ ამავე დროს ეკონომიკა ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

"აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს. ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ და პირველ რიგში ეს ეხება ტურიზმს. ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობს დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი. ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი. ამიტომ ჩვენ მარტივ რაღაცას ვამბობთ, საქართველომ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება. ბევრი კომპლექსია კახეთში, ჩვენ შეგვიძლია წესების დაცვით გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. არ იქნება ეს რთული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები