პოლიტიკა

ოკუპირებული ახალგორიდან გადმოყვანისას 63 წლის მამაკაცი გზაში გარდაიცვალა

20.05.20 12:00


ოკუპირებული ახალგორიდან წილეთი ჯვრის რეანომობილით საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას 63 წლის მამაკაცი გზაში გარდაიცვალა.

ამისს შესახებ ინფორმაცია PIA.GE-ს ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, მამაკაცი ახალგორიდან გუშინ ღამით გადმოჰყავდათ, რა დროსაც ის დაიღუპა.

როგორც PIA.GE-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები