პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი - სენატორებისა თუ პარლამენტარების გამონათქვამები ერთ წუთში არ იცვლება, საჭიროა მეტად ვიყოთ ჩართული მათ ინფორმირებაში

20.05.20 14:00


საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სენატორების მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში ტერმინ „პოლიტპატიმრების“ გამოყენება ნიშნავს, რომ ისინი ცუდად არიან ინფორმირებული.

„ეს ნიშნავს, რომ ცუდად ინფორმირებულები არიან, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა. საჭიროა ალბათ, უფრო მეტად ვიყოთ ჩართული ამ ხალხის ინფორმირებაში. შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ. გამოცდილმა დიპლომატმა იცის, რომ დიპლომატიურად ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, როცა შენ ხარ რომელიმე საელჩოს ელჩი ან თანამშრომელი, მუშაობ ძალიან ბევრი მიმართულებით, ყველაფერს ვერ ფარავ, როცა ხარ პატარა ქვეყანა, მით უმეტეს. ამ პერიოდში, როცა აქეთ „კოვიდი“, იქით ემიგრანტების დაბრუნება და მათი ადგილზე დახმარება, რაც ძალიან რთულია, ეს ვიცი პირდაპირი გამოცდილებით და კიდევ ვიღაც სენატორების თუ პარლამენტარების გამონათქვამები ერთ წუთში არ იცვლება. ეს ყველას გასაკეთებელია და საჭიროა არა მხოლოდ საელჩოების, არამედ იგივე ჩემი, მეტი შეხვედრა, მეტი აქტიურობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პირადი კომუნიკაცია სენატორებთან არ ჰქონია.

„არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, რადგან ეს არ არის ჩემი დონე, თუ არ შევხვდები რომელიღაც კონფერენციაზე. ვაპირებ ძალიან კატეგორიულად. ახლა მაქვს ამის ყველანაირი უფლება, რადგან ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი, რომ ყველას მოვთხოვო თავისი მხრიდანაც, თავშეკავება გამონახოს. ამას მივყვები, ეს იქნება „ტვიტერის“ პასუხებით თუ პირადი კონტაქტებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები