პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ეკლესიას ყველაფერში არ ვეთანხმები

20.05.20 14:20


"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას, თუმცა ყველაფერში არ ვეთანხმები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

"ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება ცუდი იყოს ვაქცინები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ. ჯერ ერთი აბსურდია, ვაქცინა ჯერ არ არსებობს, არ ვიცით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, არ შეიძლება ასეთი განცხადებები, ეს არის უკვე იმაში ჩარევა, რაც არის საერო საქმეები და ჯანდაცვის კომპეტენცია. ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, ისედაც გავრცელებულია მოსახლეობაში ფეიქ ნიუსები, ნაწილობრივ რუსული, რომ საერთოდ აცრები პრობლემატურია, რომ ლუგარის ცენტრი მავნებელია, რომელმაც გადაგვარჩინა, ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს დემოკრატიაზე. ვინმე ამას თუ ვერ ხედავს, დროა გონს მოვიდეს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად ხშირად ერევა ეკლესია სახელმწიფო პოლიტიკაში, პრეზიდენტმა უპასუხა:

"არ ერევა ხშირად, როცა ჩაერევა... ზოგჯერ ჩემზეც ყოფილა განცხადებები ეკლესიიდან, მაგრამ მე ჩემს რეაქციას მოვახდენ, როცა ჩავთვლი, რომ მართლა მნიშვნელოვანია და საჭიროა. ჩვენც ვერევით ზოგჯერ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები