პოლიტიკა

გია ვოლკსი: ოპოზიცია ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს

20.05.20 14:40


„ოპოზიცია თავის კომენტარებში ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხავსზე მოჭიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, იმიტომ, რომ ნორმალური, პოლიტიკური კორექტულობის ნიშანია ის, რომ პრეზიდენტი, გარკვეული ფორმით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ, აცნობებს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს, მით უმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპონენტების მთავარი პრობლემა სკანდალური საკითხების ძებნაა.

„ამაში სკანდალის ძებნა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს არის, რასაც ისინი ელოდებოდნენ და სწორედაც ეს არის, რაც საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, თუნდაც იყოს იქ გარკვეულ ტერმინოლოგიაში შეუსაბამობები, მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას ნამდვილად, რეალურად, აქვს მთავარი პრობლემა სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ ამ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები