ეკონომიკა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით უკრაინულმა ავიაკომპანიებმა ქართულ მხარეს მიმართეს

20.05.20 15:00


უკრაინულმა ავიაკომპანიებმა საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით ქართულ მხარეს შესაბამისი თხოვნით მიმართეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ინსფრასტრუქტურის მინისტრზე ვლადისლავ კრიკლიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

კრიკლის ინფორმაციით, საუბრის დროს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა პირველი ივლისიდან საერთაშორისო რეისების განხორციელებისთვის.

„ჩვენ მზად ვართ, სწრაფად და სინქრონულად ვიმოქმედოთ, რათა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისები აღდგეს. უკრაინულმა ავიაკომპანიებმა უკვე მიმართეს ქართულ მხარეს“, – განაცხადა კრიკლიმ.

ნათია თურნავას უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც გაავრცელა.

უწყების ცნობით, ნათია თურნავამ ვლადისლავ კრიკლისთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები