პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტმა შეძლო ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა

20.05.20 15:20


პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა“ შეძლო.

როგორც თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა განპირობებული იმით, რომ არ შექმნილიყო „კრიზისის იმიტაცია“.

„დღესაც იგივე აზრზე ვარ - ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე მიუღებელია და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისჯება კანონით. ასევე, შეუძლებელია დედაქალაქის ბიუჯეტის 10%-ის გაფლანგვა “პოლიტპატიმრობით” აუხსნას ვინმემ საზოგადოებას. პრეზიდენტმა რთული გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ შექმნილიყო ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისი.

უფრო სწორედ კრიზისის იმიტაცია. ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლო ამ ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა - იყო პრეზიდენტი. ის, რომ ბრიფინგამდე პრეზიდენტმა ჩამაყენა საქმის კურსში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, - ურთიერთპატივისცემის საკითხია. პოლიტიკაში ვინც არიან, მათგან მიკვირს ეს აჟიოტაჟი“, - განუცხადა არჩილ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე საქმის კურსში ჩააყენა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები