პოლიტიკა

ოხანაშვილი: ოპოზიციამ 20 ივნისს აქცია დანაშაულისთვის გამოიყენა

20.05.20 16:20


„ეს იყო აღიარება პირდაპირ ეთერში, რომ აქცია არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის გამოიყენეს“, - ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება.

ოხანაშვილის თქმით, ამ ყველაფერში ყველაზე მძიმეა ის ფაქტი, რომ 20 ივნისის აქცია გამოიყენეს პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის.

" არაფერი, რომ არ ვთქვათ ამ მსჯავრდებულის მხრიდან საზოგადოების წინაშე აღიარებით ჩვენებაზე, ყველაზე სკანდალური და ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის იმის პირდაპირ აღიარება და დადასტურება პირდაპირ ეთერში, რომ ამ ადამიანებმა და პირადად მან ეს აქცია გამოიყენეს არა პოლიტიკური პროტესტისთვის, არამედ დანაშაულებრივი ქმედებისთვის და პოლიტიკური დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. მათ რეალურად სახელმწიფო დააყენეს ფაქტის წინაშე, რომ გატარებულიყო შესაბამისი ღონისძიებების და შესაბამისად შექმნილიყო პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ეს არის პრაქტიკულად აღიარება. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ასე ჩამოყალიბება და აღწერა თუ რა განახორციელეს, რა ჰქონდათ მათ დაგეგმილი, როგორ მოიყვანეს ეს ყველაფერი სისრულეში და როგორ გამოიყენეს ხალხი ბოროტად მათი დანაშაულებრივი მიზნების სისრულეში მოსაყვანად“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/


წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები