საზოგადოება

გომისმთის ისტორიულ უბანს დასახლების სტატუსი მიენიჭა

21.05.20 14:00


მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა გომისმთის დასახლება და მიენიჭა დაბის სტატუსი.

გომისმთის ისტორიული უბანი მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. გომისმთა საკურორტო ადგილია, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები. ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს განსაკუთრებული სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებების მქონე ბუნებრივ პირობებსაც.

გომისმთა ცნობილია როგორც ღრუბლებისა და ნისლების ადგილი და სულ უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ დამსვენებლებსა და უცხოელ ტურისტებს შორის.

გომისმთაზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. ტერიტორიას დღემდე არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა მისი, როგორც კურორტის მიზანმიმართული და ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს.

სტატუსის არქონის გამო შეფერხდა გომისმთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა. მას უკვე ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და ინვეტიციის მოზიდვის სხვა საშუალებებზე.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები