საზოგადოება
21.05.20 15:20
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებები შევა და შესაძლებელი გახდება, სახელმწიფო ტყეები საპატრიარქოს გადაეცეს.
"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ პროექტს!
საპატრიარქოსთვის მინიჭებული ახალი პრივილეგიებით, კიდევ ერთხელ უხეშად დაირღვევა თანასწორუფლებიანობისა და კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპები", - ვკითხულობთ TDI-ს განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი ტყის კოდექსის კანონპროექტს დღეს, 21 მაისს, განიხილავს.
20 მაისს გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ტყის კოდექსში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობი გადაეცემა.
თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საკუთრებაში მიიღებს ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყის ფართობს.
TDI ამ ცვლილებებს მიმდინარე წლის თებერვალშიც გამოეხმაურა და საპატრიარქოსთვის დამატებითი და ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭება უარყოფითად შეაფასა.
"მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებულ სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა, რომელიც დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას.
ხელისუფლების მსგავსი ქმედებებით საფრთხე ექმნება კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები", - წერდა TDI.
წყარო : /www.tabula.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24