პოლიტიკა

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის პირველი საუბარი შედგა

21.05.20 16:00


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინის კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა.

​საქართველოს პრეზიდენტმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და კორეელ ხალხს გუანგჯუს დემოკრატიზაციის მოძრაობის დღე მიულოცა, კორონავირუსის პანდემიისას საქართველოსათვის გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუადა და სამძიმარი გამოთქვა კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო. საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა კორეის რესპუბლიკის მთავრობის მიერ კორონას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

საუბრისას აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაზე წვდომის თანასწორობის უზრუნველყოფა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და მნიშვნელობაზე აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და სავაჭრო - ეკონომიკური დერეფნის თვალსაზრისით. ასევე, შავი ზღვის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებაზე.

იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს კორეის რესპუბლიკასთანაც ექნება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მზაობა გამოხატა თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტებმა განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების შორის ორმხრივი ფრენებზე მოლაპარაკებების გაგრძელების მნიშვნელობა, რათა სწრაფად მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას.




წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები