ანალიტიკა

ცხინვალის რეჟიმი „გადააბარეს“ სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკას და მის პრეზიდენტს - აფერისტს МММ ფინანსური პირამიდის სტრუქტურიდან

22.05.20 10:00


თანდათანობით დასტურდება, რომ კრემლი ცდილობს „თავი აარიდოს“ სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმების რჩენას. თანაც, ამას მეტად ცბიერი გზებით ახერხებს, აიძულებს რა სხვა თავის მარიონეტებს მიაწოდონ მათ „ჰუმანიტარული დახმარება“. ამასთანავე, ამ მარიონეტების ვინაობა 100%-ით გვარწმუნებს იმაში, რომ სოხუმსა და ცხინვალში სეპარატისტებამდე დახმარება ვერასოდეს მიაღწევს. გზად ყველაფერს მიიტაცებენ.

ცოტა ხნის წინ,ცხინვალის სეპარატისტულმა საინფორმაციო სააგენტომ „რეს“ გვაუწყა, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა „დსნ ხელმძღვანელთან, დენის პუშილინთან ერთად ოთხშაბათს განიხილა კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება, ასევე სამხრეთ ოსეთში COVID-19 გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის აუცილებელი ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების საკითხები.

„საუბრისას, ანატოლი ბიბილოვმა და დენის პუშილინმა განიხილეს კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება, ასევე სამხრეთ ოსეთში COVID-19 გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის აუცილებელი ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების საკითხები.

სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა დსრ ხელმძღვანელს დახმარებისა და მხარდაჭერისათვის...ბიბილოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დსრ-ის მხრიდან დახმარება კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში ძალზედ მნიშვნელოვანია და დროული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მძიმე წუთებში მოძმე ერები ერთმანეთის გვერდიგვერდ უნდა იდგნენ მუდამ.

ჰუმანიტარული ტვირთი, რომლის მიწოდებასაც დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აპირებს სამხრეთ ოსეთისათვის მიმდინარე კვირის განმავლობაში, მოიცავს პირადი უსაფრთხოების საშუალებებს, ფილტრიანი ნახევარ-ნიღბების, სადეზინფექციო საშუალებების, ასევე სამკურნალო პრეპარატების ჩათვლით. მთელი ეს პროდუქცია წარმოებულია დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში.“

ყურადღება მიაქციეთ, აქამდე კრემლი ნებისმიერი საბაბით აპიარებდა „სამხრეთ ოსეთისთვის გაწეულ დახმარებას “. ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ „რუსეთი არასოდეს მიატოვებდა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთ მძიმე წუთებში“.

და აი, დადგა ეს მძიმე წუთებიც. სეპარატისტულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად მატულობს დაავადებულთა რაოდენობა. სეპარატისტებს სამედიცინო სფერო სრულიად განადგურებული აქვთ. სწორედ რომ დროულია „მოძმე სამხრეთ ოსეთელ ხალხს დახმარების ხელი გაუწოდონ“.

თუმცა, კრემლმა „თავი შორს დაიჭირა“ დახმარებისაგან და დახმარების გაწევა დაავალა დსრ-ს მარიონეტ ხელმძღვანელს დენის პუშილინს. ამ ადამიანის გვარის ხსენებაც კი მცოდნე ადამიანთა წრეში ცალსახა დასკვნას ბადებს - „ანუ, ყველაფერი დაკარგულია“.

2011-დან 2013 წლამდე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე დენის პუშილინი გახლდათ ცნობილი სტრუქტურის - აფერისტი სერგეი მავროდის ფინანსური პირამიდის «МММ» ფუნქციონერი. თავდაპირველად ის მოხალისე იყო, შემდგომში, როდესაც «МММ» საფუძველზე შეიქმნა იმავე სახელწოდების „პოლიტიკური პარტია“, პუშილინი გახდა ფუნქციონერი. მაგრამ შემდეგ, კრემლის გამოისობით, დონეცკში სეპარატისტული პროექტის გავრცელება დაიწყეს და პუშილინმა მალევე გააცნობიერა, თუ სად შეიძლებოდა უფრო მეტი სარგებლის პოვნა.

ანუ, პუშილინმა მშვენივრად უწყის, თუ როგორ მოატყუოს და გაძარცვოს მიამიტი მოქალაქეები, როგორ შეიტყუოს ხალხი ფინანსურ პირამიდაში და გაყვლიფოს ისინი, ვინც ამ პირამიდის ძირშია. ეხლა კი აშკარა დემონსტრირებას ახდენს თავისი „ტალანტისა“ სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, რომლის „პრეზიდენტადაც“ მასზე არანაკლები ყაჩაღი ვლადისლავ სურკოვის წყალობით მოგვევლინა. დსრ-ს მოსახლეობა სიღარიბეში ღაფავს სულს, რასაც ვერ იტყვი პუშილინსა და მის გარემოცვაზე.

თავისთავად პუშილინი გახლავთ ამაზრზენი და ნაკლებ სასიამოვნო ადამიანი მისივე „თანაგუნდელთათვისაც“ კი. „მოკრიცა“ - აი, ამ სიტყვით დაახასიათა ეს მოღვაწე სეპარატისტების ცნობილმა მეთაურმა იგორ სტრელკოვმა (გირკინი).

მას შემდეგ, რაც ცხინვალელი სეპარატისტები და მათთვის „ჰუმანიტარული დახმარების“ გაწევა გადააბარეს პუშლინს, ცხინვალელი ოსების მისამართით მხოლოდ სამძიმრის გამოხატვა შეიძლება. მთელი ჰუმანიტარული დახმარება ჯერ კიდევ დონეცკში იქნება მიტაცებული.

შესაძლოა, რაღაც ნამცეცებმა კიდეც მიაღწიონ ბიბილოვამდე და სხვა სეპარატისტ მარიონეტებამდეც. თუმცა, ტარიტორიაზე მცხოვრებ უბრალო მოსახლეობას ნამდვილად არაფერი შეხვდება.




Kavkazplus

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები