პოლიტიკა
22.05.20 12:20
ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელიწადი და კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, გუნდი მთლიანად წარმატებით გავართმევთ თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან ერთად მთავრობას აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას.
მისივე თქმით, თუკი აქამდე ხელისუფლება იბრძოდა ორ ფრონტზე, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური განვითარების, ახლა ემატება ახალი ფრონტი.
„ამასაც უნდა გავუძლოთ, ამ ფრონტზეც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები.
ყველა შემთხვევას, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნისთვის, მოქალაქისთვის ისეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები, რათა ჩვენ შევძლოთ შეზღუდვების სახით არ გავავრცელოთ, შევუშალოთ ხელი სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას ინფექციის ქვეყანაში, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების საკითხი. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ გლობალურ პანდემიად გამოაცხადა 11 მარტს და ეს პანდემია ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ მოუხსნია, რაც უკვე გვაძლევს საშუალებას, გვაიძულებს და გვისახავს ამოცანას, რომ მსოფლიოსთან ერთად ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ, რასაც ეფექტურად ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ საბჭოს მუშაობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა, ისევე როგორც ამ საბჭოს ქვემოთ შექმნილ შტაბებს როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალურ მასშტაბში და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა იმ გულისხმოერებისთვის, იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ავლენდნენ ყოველდღიურად.
„მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრესად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში ერთმანეთისთვის. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავაღორძინოთ რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვუაროთ ამ ქვეყანას“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24