საზოგადოება

ბათუმში სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

01.09.16 22:00


ბათუმში, ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, ზღვის სანაპიროზე. 36 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია. მამაკაცი დღეს, დილით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში უამინდობის გამო ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გაუჩინარდა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოს სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა“. რაც შეეხება უამინდობას, გუშინ ზღვაზე დაწყებულმა შტორმმა დღეს 4-5 ბალს მიაღწია. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შტორმი ხვალ დილიდან თანდათან ჩადგება, მაგრამ ზღვა კვლავ იღელვებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები