საზოგადოება

იანვარ-ივლისში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 306 ადამიანი დაიღუპა

01.09.16 22:10


“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევების, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შსახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემები მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდს მოიცავს.

ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე 3725 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. დაშავდა 5314, დაიღუპა 306 ადამიანი.

როგორც ორგანიზაციაში “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ აცხადებენ, წინა წლის მონაცემებთან შედარებით დედაქალაქში 11 %-ით გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, 10% -ით დაშავებულთა, ხოლო 6 %-ით დაღუპულთა რაოდენობა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში თბილისი 1802 საგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 2325, ხოლო დაიღუპა 54 ადამიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, 2015 წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 602 ადამიანი გარდაიცვალა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები