პოლიტიკა

უკრაინაში საქართველოს ელჩი: ჩვენი პროტესტი სტრატეგიულ პარტნიორს არ გაკვირვებია

25.05.20 12:40


უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებზე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უწყებაში შეხვედრაზე უკრაინა-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.

"მოვედი კონსულტაციაზე, მიზეზი ცნობილია. ახლად შექმნილი რეალობიდან გამომდინარე 2 პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა საკითხს განვიხილავთ. დღეს დაიწყება კონსულტაციები, როდის დამთავრდება ვერ გეტყვით.

მქონდა კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე და გადავეცით საპროტესტო ნოტა. პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე და ჩამოვედი. დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს.

ჩვენი ეს პროტესტი, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო და არ გაკვირვებია", - აღნიშნა თეიმურაზ შარაშენიძემ.

ცნობისთვის, თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოიწვიეს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები