პოლიტიკა
25.05.20 13:00
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მისვლის საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ ერთ-ერთი პირველი კითხვა ბიუჯეტთან დაკავშირებით ექნებათ.
კაკულიას თქმით, ხარჯები უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რისი მობილიზებაც მთავრობას შეეძლო.
ასევე, კაკულიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა პანდემიასთან მიმართებაში ზაფხულის შემდეგ, რათა ქვეყანა მზად იყოს შემდგომი გამოწვევისთვის, ამასთან გაგრძელდეს ეკონომიკის ყველა ძირითადი მიმართულება.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველი კითხვა იქნება ის, თუ ზოგადად მიმდინარე ხარჯებთან მიმართებაში რა პრინციპებით, რა ლოგიკით მოხდება ცვლილებების შეტანის შემდეგ ბიუჯეტის წარმოჩენა, რომელშიც დანახული იქნება მაქსიმალურად გამჭირვალედ, ასევე მაქსიმალურად გონივრულად, როგორც შემცირება ხარჯების, ასევე ის ხარჯები, რომლითაც ჩვენ შეგვეძლება, რომ ყველა სეგმენტი იქნეს დანახული, მაგრამ ხარჯები იყოს გონივრული, ანუ შესაბამისობაში იმასთან, რისი მობილიზებაც შეეძლო მთავრობას.
ასევე მნიშვნელოვანია, დავინახოთ ის ნაბიჯები, რომელიც იქნება ზაფხულის შემდეგ, რადგან მსოფლიოში არის ასეთი ტენდენციები, რომ არ არის გამორიცხული ვირუსის კიდევ ერთხელ შემობრუნება, ამ გამოწვევისთვის ქვეყანა რომ იყოს მაქსიმალურად მზად, ამასთანავე გაგრძელდეს ეკონომიკის ყველა ის მიმართულება, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ძირითადი მიმართულება იყო და დრამატულ ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლებს“,- განაცხადა კაკულიამ.
გიორგი გახარია კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით პარლამენტში 27 მაისს წარდგება.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24
-
გურამ მაჭარაშვილი - სუვერენიტეტის შეზღუდვა სარწმუნოების გაქრობის ფონზე ხდება
11:3922.04.24
-
11:1522.04.24
-
10:4022.04.24
-
სუს-ი - მთელი ღამე მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები
10:0022.04.24