პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა უნდა დაიწყოს, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, ეს მისი პასუხისმგებლობა იქნება

25.05.20 13:40


ამ პროექტის განხილვა უნდა დაიწყოს პარლამენტში, შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ, – ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან სრულად შესრულდება.

„შეთანხმება ჩვენი მხრიდან სრულად იქნება შესრულებული. ამ პროექტის განხილვა უნდა დაიწყოს პარლამენტში, შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ.

რაც შეეხება არაკონსტიტუციურ მოწოდებებს, თურმე სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკა უნდა შევიტანოთ და ვინმემ უნდა გაბედოს და ჩაერიოს, ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება, ვინაიდან ასეთი რამ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და არის არაკონსტიტუციური.

ამიტომ წარმოუდგენელია, ვინმე შეთანხმებულიყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით არაკონსტიტუციურ საკითხებზე, რაც არამხოლოდ ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, არამედ კანონის უზენაესობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება. იმ პრინციპებს, რომელსაც სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები განუხრელად იცავენ და ჩვენ ყოველთვის მოგვიწოდებენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ეს პრინციპები. ამიტომ წარმოუდგენელია ისეთი შეთანხმებაზე საუბარი, რაც ამ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები