საზოგადოება

10 დღეში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა

25.05.20 14:20


10 დღეში, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა.

ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარების მისაღებად 15 მაისს დაიწყო და როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, 24 მაისის მდგომარეობით, სულ დარეგისტრირებულია 57 443 პირი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პაკეტი სხვა კომპონენტებთან ერთად, თვითდასაქმებულების ერთჯერად 300 - ლარიან დახმარებას მოიცავს და პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 75 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, იდენტიფიცირებას შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს 2020 წლის 20 მაისამდე და აკეთებს საკომპენსაციო პირების სიას. ხოლო იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე, უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა. კომპენსაციის მიღების მიზნით თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია 2020 წლის პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაცია კომპენსაციის მიღების წესისა და რეგისტრაციის შესახებ: https://www.moh.gov.ge/ka/744/




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები