პოლიტიკა

გიორგი რურუას საქმე - ოპოზიცია პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ელოდება

25.05.20 15:40


ბრალდების მოწმის დაკითხვით გაგრძელდება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმის განხილვა.

პროცესზე პოლიციელ ბექა მახარაძეს დაკითხავენ. მახარაძე იმ სამი პოლიციელიდან ერთ-ერთია, ვინც ბრალდების მხარის მტკიცებით გიორგი რურუას მანქანა გაჩხრიკა.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქმე არის პოლიტიკური და ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებენ დროულად მოხდეს პოლიტპატიმრის გათავისუფლება, რადგან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება სწორედ რურუას გათავისუფლებაზეა დამოკიდებული.

"ქართული ოცნება ცდილობს, რომ სახე შეუნარჩუნოს იმ ინსტიტუტს, რომელსაც სახე არ გააჩნია - ეს არის სასამართლო.

ისეთი მომენტი შეირჩეს გასათავისუფლებლად გიორგი რურუასი, რომ ფორმალური საფუძველი იყოს, რომ თქვან, რომ პროცედურული გადაწყვეტილება იყო და არა შეთანხმების შესრულება. ეჭვი მაქვს რომ, გათავისუფლების დღეს ან წინა დღეს იქნება აგორებული "ქართული ოცნების" პიარული სვლა, რომ ეს საქმე გადაფაროს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები