საზოგადოება

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დაიწყო

02.09.16 14:50


ორფოლოს სასროლეთზე დღეიდან მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2016“ დაიწყო. საერთაშორისო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს სწავლების დაწყება მიულოცა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა სწავლებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და „Agile Spirit 2016“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები მოისმინა.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

სამხედრო წვრთნების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება. „Agile Spirit 2016“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სამეთაურო საშტაბო სწავლება ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე 3 სექტემბერს დაიწყება. სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 9 სექტემბერს დასრულდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები