პოლიტიკა
25.05.20 17:00
საქართველოს პრეზიდენტი გაფრთხილებას იძლევა, რომ რუსეთის მიერ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ბრძოლა და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ნავთობის ფასების დაცემით, შეიცავს რისკს გამოიწვიოს კრემლის ახალი აგრესია მის საზღვრებს გარეთ, – წერს Financial Times სტატიაში სახელწოდებით “საქართველოს პრეზიდენტი გაფრთხილებას იძლევა, რომ კრიზისმა შესაძლოა, რუსეთის აგრესია გამოიწვიოს”.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთში შიდა პრობლემები უფრო მეტად იწვევს საგარეო აგრესიულ განწყობილებას, ვიდრე “თანამშრომლობის გზით მეზობლებთან ურთიერთობების გადახედვის” მცდელობებს.
”პანდემიის კრიზისმა, ნავთობის კრიზისმა… და პოლიტიკურმა ვითარებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთს, იყოს უფრო აგრესიული, რათა აჩვენოს მიღწევები გარეთ”, – თქვა ზურაბიშვილმა Financial Times–თან ინტერვიუში. ამავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად ასე არ მოხდება და “შეიძლება კრიზისმა რუსეთის ხელმძღვანელობას აჩვენოს, რომ შეუძლია მათი პრობლემების გადაჭრისთვის განსხვავებულ გზებს მიმართოს“.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან კრემლს არ გამოუყენებია საგანგებო სიტუაციით გაჩენილი შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართულებით დაძაბულობის განმუხტვისთვის.
მისი თქმით, ახალი რისკები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდ 19-თან მიმართებით მოსკოვის ღიაობის ნაკლებობისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის სამხრეთ ოსეთში მოქალაქეების დასახმარებლად წვდომაზე „აბსურდული“ შეზღუდვების დაწესების გამო შეიქმნა.
“ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, გვერდში დავდგომოდით მათ იმდენად, რამდენადაც შეგვეძლო.
პირიქით, სეპარატისტული ხელისუფლება უფრო დაიძაბა ურთიერთობებში და სურვილი გაუჩნდა ყველაფრის გაკონტროლების. რუსეთის მხრიდანაც არ გვინახავს რამე სახის განვითარება: ჩვენ ვერ ვნახეთ გამჭვირვალობა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის თვალსაზრისით”, – ამბობს ზურაბიშვილი.
Financial Times წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი შეუწყო პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას საქართველოში, გადაარჩინა რა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიღწეული კომპრომისი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თითქოს ისე ჩანდეს, რომ ევროკავშირს არ ექნება “დრო ან სურვილი სხვისთვის“, საგანგებო სიტუაციამ აჩვენა, რომ “რეგიონული გაერთიანებები, ან ბლოკები უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს” კრიზისიდან გამოსვლის კუთხით.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24