პოლიტიკა

კახა კალაძე უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევაზე - ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა სააქართველო

25.05.20 17:20


ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა სააქართველო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, უხერხულობას უნდა უქმნიდეს მეგობარ ქვეყანას.

„უკრაინა არის ჩვენი სტრაგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მათი მხრიდან მიღებული კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და არის დამნაშავე, უბრალოდ მინიმუმ უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს მაღალი თანამდებობაა თუ მოგონილი თანამდებობა.

ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, განცხადებებიც იყო ამასთან დაკავშირებით გაჟღერებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა თავმოყვარე ქვეყანა და სახელმწიფო მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ჩვენი ხელისუფლება,“- განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები