საზოგადოება

თბილისში ავტობუსი სასტუმროს ტერიტორიაზე შევარდა – არიან დაშავებულები

02.09.16 15:00


თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “კვირას” ინფორმაციით, ე.წ. ყვითელი ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ისანში, სასტუმრო “რიჩის” ტერიტორიაზე შევარდა. არიან დაშავებულები. მომხდარი “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულია 18 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები