პოლიტიკა

საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატის ნაცვლად შვიდი იქნება საჭირო

26.05.20 11:15


საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატის ნაცვლად შვიდი იქნება საჭირო.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ინიციატივაში აღნიშნულია, რომ ფრაქციის შექმნისას ფრაქციის წევრები შეიმუშავებენ მხოლოდ ფრაქციის წესდებას და პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების საჭიროება აღარ იარსებებს.

ამასთან, ცვლილებებით იცვლება ფრაქციის თანამდებობის პირთა წრე და მათი რაოდენობაც.

კერძოდ, პროექტით, ფრაქციის ხელმძღვანელი ისევ იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად.

რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის ყოველ 15 წევრზე ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება, ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო თუ მას ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება, მიენიჭოს პირველი მოადგილის სტატუსი.

გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით ხდება ფრაქციის მდივნის თანამდებობის გაუქმებაც.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები