პოლიტიკა

ონლაინ კაზინოების ადმინისტრირება უაღრესად გასამკაცრებელია -გახარია

28.05.20 10:45


გიორგი გახარიას აზრით, საქართველოში ონლაინ კაზინოების ადმინისტრირება “უაღრესად” გასამკაცრებელია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა, როცა პასუხობდა ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას, თუ რატომ არ შეჩერდა კრიზისის დროს ამ დაწესებულებების მუშაობა.

გახარიას თქმით, კანონმდებლობა მეტად უნდა გამკაცრდეს და მთავრობა მალე შესაბამის ინიციატივასაც წარადგენს.

“ვთვლი, რომ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უაღრესად უნდა გამკაცრდეს. რატომ არ გავაჩერეთ ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სხვა საკითხია, აქ განსახილველი თემა ეს არ არის, რადგან გადაცემის რისკები იქ სხვა იყო.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ”, – აღნიშნა მან.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები