საზოგადოება

დღეს ამაღლებაა

28.05.20 11:15


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.

ეკლესია-მონასტრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

სახარების თანახმად, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, აღდგომიდან მე-40 დღეს კი ქრისტემ თავისი მოწაფეები ბეთანიის ელეონის მთაზე მიიყვანა, ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა.

კურთხევისას მაცხოვარი თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება დაიწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები