პოლიტიკა

ხელშეკრულების გაფორმება "გაზპრომთან" - ნათია თურნავა განმარტებებს აკეთებს

28.05.20 13:20


ხელშეკრულება გაზპრომთან - ეკონომიკის მინისტრი, ნათა თურნავას მტკიცებით, "გაზპრომთან" მოლაპარაკება ხელშეკრულების პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. ნათია თურნავას ამბობს, რომ შეთანხმების გადახედვა უფრო კონკურენტული გარემოს შექმნის წინაპირობაა.

მინისტრმა დაადასტურა, რომ სწორედ კონკურენციის კონტექსტში იკლებს აზერბაიჯანული გაზის წილიც, თუმცა დეტალებს, მათ შორის გაზპრომთან მიღწეული ფასის შესახებ ინფორმაციას კომერციული საიდუმლოების მიზეზით არ ასაჯაროებს,

"თითოეული ცვლილება და დაზუსტება, რომელიც შედის კონტრაქტში და ეს არ არის ახალი კონტრაქტი, ეს წლის ბოლომდე დადებული კონტრაქტია და მორიგი დაზუსტება შევიდა, ემსახურება უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნას საქართველოში. შეგიძლიათ ისიც დაინახოთ ირიბად, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული საიდუმლოებაა და ჩვენ კონკრეტულად ფასებზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ვისაუბროთ, დაინახოთ საქართველოს ბაზარზე, რომ იგივე საბითუმო ფასები ბუნებრივ აირზე ქვევით მოდის", - განაცხადა ნათია თურნავამ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები