ეკონომიკა

სამშენებლო კანონში ცვლილება შედის

28.05.20 17:00


ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა Escrow ანგარიშის გამოყენების ვალდებულებაზე ისაუბრა, რაც დეველოპერულ კომპანიას ბინის მყიდველის მიერ გადახდილი თანხის ერთბაშად სრულ გამოყენებას უზღუდავს.

„აქ საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში, ისტორიულად, ვერ მოხერხდა ე.წ. Escrow ანგარიშების დანერგვა ამ სექტორის საქმიანობაში და ჩვენ გადავწყვიტეთ და სექტორთან შევთანხმდით იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან, Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალიწინებით. ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია იმისგან, რომ მშენებლობა არ დასრულდება.

როდესაც მშენებელი სესხის საშუალებით ყიდულობს უძრავ ქონებას, ის მთლიან თანხას ურიცხავს მშენებელს და შემდეგ მშენებელი სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე შესაძლოა დადგეს იმ პრობლემის წინაშე, რომ ვერ დაასრულოს მშენებლობა Escrow ანგარიშის გამოყენებით მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და სამშენებლო პროცესის პარალელურად, ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ თანხების გამოყენება. ეს ნაბიჯი მრავალ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი და ჩვენ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გამოაჯანსაღებს სექტორის მდგომარეობას. ეს არ იქნება სავალდებულო ყველა დეველოპერული კომპანიისთვის, ეს შეეხება გარკვეული კატეგორიის დეველოპერულ კომპანიას და გაყიდვების მოცულობას და ამ საკითხზე სექტორთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები