პოლიტიკა

2019 წლის მონაცემებით, სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვევით მოსახლეობის 23.7%, ქალაქში კი 16.4% ცხოვრობს

29.05.20 13:40


სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება, რაც 2004 წლიდან ხელმისაწვდომი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობაა.

კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, სოფლად მოსახლეობის 23.7% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი - 16.4%. - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებშია ასახული.

შეგახსენებთ რომ, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები