პოლიტიკა

აზერბაიჯანის შს მინისტრი ვახტანგ გომელაურს პოლიციელის დღეს ულოცავს

01.06.20 10:45


აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვილაიატ ეივაზოვი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პოლიციელის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მილოცვაშია აღნიშნული, დღეს ქართული პოლიცია ემსახურება ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს და კეთილსინდისიერად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, სტაბილურობის შენარჩუნებისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის კუთხით.

„ნება მიბოძეთ, გულითადად მოგილოცოთ თქვენ და სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციის დღე და თითოეულ თქვენგანს ვუსურვო ყოველივე საუკეთესო თქვენს მნიშვნელოვან და დიდებულ საქმიანობაში.

დღეს ქართული პოლიცია ემსახურება ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს და კეთილსინდისიერად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, სტაბილურობის შენარჩუნებისა და დამნაშავეობასთან ბრძოლის კუთხით.

მსურს, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო ჩვენი უწყებათაშორისი მიზნობრივი ურთიერთობის დონე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთნდობასა და მხარდაჭერას ეყრდნობა, კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და მუდამ შეინარჩუნებს განვითარების ტემპს.

ამ სასიხარულო დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას საქართველოს მეგობრულ ხალხს" , - ნათქვამია ვილაიატ ეივაზოვის მილოცვაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები