პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ამ კვირიდან იწყება - ოპოზიცია რურუას გათავისუფლებას ითხოვს

01.06.20 11:15


საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ამ კვირიდან იწყება. ხელისუფლების ოპონენტრბი მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მასში მონაწილეობას, დავუჭერთ მხარს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუკი ყველა პოლიტპატიმარი იქნება გათავისუფლებული. ეს გავიმეორეთ არაერთხელ, იცის ყველამ, მათ შორის, "ქართული ოცნების" ყველა წევრმა და თავად ბიძინა ივანიშვილმა, იციან საერთაშორისო პარტნიორებმა. ჩენ არავითარ შემტხვევაში არ დავუჭერთ მხარს, თუკი არ შესრულდა შეთანხმება მთლიანად. თუკი ჩვენს გარეშე იქნა მიღებული, ანუ ყველა პარტიის გარეშე, რომელიც ფაქტობრივად არის ერთსულოვანი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ ეს არჩევნები არ იქნება კონსესუსზე აგებული",- აცხადებს "ნაციონალური მოძღაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომან გოცირიძე.

კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში მოხდება.

სახალხო განხილვის შემდეგ, პროცესი ისევ პარლამენტში გადაინაცვლებს. ცვლილებები ივნისის ბოლომდე უნდა შევიდეს ძალაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები