საზოგადოება

აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული მოზარდები ფსიქოლოგისგან უფასო მომსახურებას მიიღებენ

01.06.20 11:45


აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ მოზარდებს ცხელი ხაზის 111-ის დახმარებით, ფსიქოლოგისგან უფასო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცხელი ხაზის მეშვეობით კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მოზარდების მშობლებსა და ახლობლებსაც.

"ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი ოჯახის პრობლემაა აზარტული თამაშები, ნარკოტიკების მოხმარება. დარწმუნებული ვარ, ამ სერვისით ბევრი ოჯახი ისარგებლებს და ექნება შვება", - აღნიშნა სოფო კილაძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები