პოლიტიკა

"ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი"- პრემიერი მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდებს

01.06.20 12:40


დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით იხსნება ეკონომიკური საქმიანობა, რაც ქვეყანაში მოსახლეობის მობილობის ზრდას იწვევს. გახარია ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა ამ პირობებში მოსალოდნელი იყო.

გახარიას თქმით, ჩვენი მთავარი ამოცანა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლია.

მთავრობის მეთაური მოქალაქეებს მოუწოდებს, ყოველთვის ატარონ პირბადეები, განსაკუთრებით დახურულ და საჯარო სივრცეში ყოფნისას.

„დღეს გვაქვს 11 ახალი, გუშინ გვქონდა 26, გუშინწინ ცხრა, ეს მოსალოდნელი იყო. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყნებში ვირუსის დამარცხება, ეს არის გლობალური პანდემია, ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად. ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში ასევე სივრცეში. ჩვენ ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში გაგვიჩნდა ორი ახალი კლასტერი. ერთი თბილისში და ერთი მარნეულში, სოფელ მერეთში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა არის ეფექტური კონტროლი ვირუსის გავრცელების, როგორც დროში სისწრაფე, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში. აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, მაშინ როდესაც ვართ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ეს არის ის სამოქალქო პასუხისმგებლობა, რომელიც არის მარტივი, ეს ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ. იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი უკან დაბრუნების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები