პოლიტიკა

რამდენმა დასაქმებულმა და თვითდასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია? - მინისტრის განცხადება

01.06.20 14:00


72 ათასმა მოქალაქემ, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა, უკვე მიიღო კომპენსაცია, ხოლო თვითდასაქმებულებში ეს რიცხვი 51 ათასია - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

მინისტრის თქმით, ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა.

„ამ ეტაპზე ჩვენ გაცემული გვაქვს 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე კომპენსაცია, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილი და თანხის მთლიანი მოცულობა შეადგენს 14 მლნ ლარზე მეტს.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მოგვმართა 51 ათასზე მეტმა მოქალაქემ, მათზე გაცემული თანხის ოდენობა არის 15 მლნ ლარზე მეტი.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მაისის დახმარებები სრულად არის დარიცხული იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ეკუთვნოდათ, ასევე შშმ ბავშვებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომელიც ამ სეგმენტში მოხვდა. კომისია ახლაც მუშაობს, განიხილავს შემოსულ დოკუმენტებს და 1 ივლისამდე გაგრძელდება დოკუმენტაციის მიღება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები