პოლიტიკა

ეკლესია მორიგი სკანდალების ეპიცენტრი ხდება - მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას აანონსებენ

01.06.20 14:40


წმინდა სინოდი სხდომის მოლოდინშია – მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას აანონსებენ . სინოდის სხდომაზე გაირკვევა აღმოჩნდება თუ არა ეკლესია სკანდალების ეპიცენტრში.

აღნიშნულ საკითხზე საუბარს სასულიერო პირების ნაწილი თავს არიდებს. ისინი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც კონკრეტულ დღესასწაულს არ ეხება უნდა მიმართოთ პრესცენტრს” – განაცხადა მეუფე დანიელმა, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის შესახებ დასმულ კითხვაზე.

მეუფე გერასიმეც, მეუფე დანიელის მსგავსად აცხადებს, რომ უნდა დაველოდოთ სინოდის სხდომას და საკითხზე წინასწარ ვერ ისაუბრებენ.

“როცა დამთავრდება სინოდი, თითოეულს გეცოდინებათ რაზე ვისაუბრეთ და რაზეც ვიმსჯელეთ.” – თქვა მეუფე გერასიმემ.

მეუფე პეტრეს საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ თეოლოგებს , ისინი აცხადებენ, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის გადაწყვეტილება უსამართლო იქნება.

მირიან გამრეკელაშვილი აცხადებს, რომ ეს იქნება ტოტალიტარიზმი და უსამართლობაю

“ის, რასაც მეუფე პეტრე აკეტებს, საეკლესიო კანონიკური ჰომოფობია ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი. თუმცა აიღო და ასე განკვეთო ადამიანი, არის ძალადობა, ტოტალიტარიზმი” – აცხადებს გამრეკელაშვილი.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები