პოლიტიკა

გიგი წერეთელი - თუ წესებს დავიცავთ, არც არაფრის განსაკუთრებული შეზღუდვა იქნება საჭირო და არც ვინმეს ხანგრძლივად გამოკეტვა

01.06.20 15:40


ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერი გიგი წერეთელი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას სოციალური ქსელით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „თუ ხელისუფლების განცხადებები ჯანდაცვის სისტემურ მზადყოფნაზე ადეკვატურია, ამ რაოდენობის ახალი შემთხვევების მართვა რთული არ იქნება”.

„არ ვფიქრობ, რომ რამე განსაკუთრებით საპანიკოა, თუ უფრო მეტი ახალი შემთხვევაა, რაც ნელ-ნელა შეზღუდვები მოიხსნა. ეს ტენდენცია თითქმის ყველა ქვეყანაშია. უფრო მეტიც აღმოჩნდება, თუ მეტი ტესტირება ჩატარდება, თანაც ახლაც, უფრო ინტენსიურად მხოლოდ რისკ- ჯგუფებს იკვლევენ და იქ გაცილებით მაღალი ალბათობაა შემთხვევების. მთავარია, ჯანდაცვითი რეკომენდაციები დავიცვათ, დისტანცირება, ჰიგიენა, პირბადეები.

გამოვლენილი შემთხვევების და კონტაქტების სწრაფი იზოლირება, მათი სწორად გადამისამართება და ჯანდაცვის ყველა რგოლის კომპეტენტური მოქმედება. სხვა რამ, სანამ კონკრეტული წამალი ან ვაქცინა არ იქნება, გლობალურად გარდატეხას არ მოახდენს. ამ შემთხვევების 90% სავარაუდოდ მსუბუქი იქნება, ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპია ძალიან მცირე ნაწილს დაჭირდება. ასეთია დღეისთვის არსებული მტკიცებულებებით. ამიტომ, თუ ხელისუფლების განცხადებები ჯანდაცვის სისტემურ მზადყოფნაზე ადეკვატურია, ამ რაოდენობის ახალი შემთხვევების მართვა რთული არ იქნება. აქ სამედიცინო პერსონალის დაცვა და მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა. თუ წესებს დავიცავთ, არც არაფრის განსაკუთრებული შეზღუდვა იქნება საჭირო და არც ვინმეს ხანგრძლივად გამოკეტვა. ქვეყანამ უნდა იმუშაოს, ხალხს საარსებო პირობების შექმნა და დახმარება სჭირდება. ახლა ეს არის მთავარი“, - წერს სოციალურ ქსელში გიგი წერეთელი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები