პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - რას გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია

01.06.20 17:00


დღეს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრა გაიმართა, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრეს.

როგორც გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაფართოების საკითხიც განიხილეს.

„ ჩვენ უკვე პრაქტიკულად უნდა გადავიდეთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც არჩევნებს მოემსახურება, ეს ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, პარტიები პრაქტიკულად შევთანხმდით, რომ მოხდეს არამარტო დედაქალაქში თავმოყრა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ გადანაწლება რეგიონებშიც დაიგეგმოს. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განხილულა არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში არ განიხილება“- უთხრა მედიას დუმბაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები