პოლიტიკა

გიგი წერეთელი რეგლამენტში ცვლილებებზე - ფიქრობენ, როგორ გაურთულონ ოპოზიციურ პარტიებს შემდეგ პარლამენტში მუშაობა და აქტიურობა

01.06.20 17:20


ფიქრობენ, როგორ გაურთულონ ოპოზიციურ პარტიებს შემდეგ პარლამენტში მუშაობა და აქტიურობა, - ამის შესახებ " ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, ფრაქციის შექმნა რთულდება.

"რეგლამენტი ახლა დარეგისტრირდა და ერთი კითხვაა ამასთან დაკავშირებით, ეს პარლამენტი ახლა რატომ იღებს იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმუშავოს შემდეგმა პარლამენტმა?

გარკვეული დეტალები არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ეს ეხება მაგალითად, ფრაქციების შექმნის გართულებას, რადგან თუ ახლა 6 წევრით შეიძლება ფრაქციის შექმნა, ეს უნდა განისაზღვროს 7 წევრით. ასევე, არ იქნება საშუალება ბლოკებიდან შემავალი პარტიის წევრებმა ერთად შექმნან ფრაქცია, ესეც გართულებულია. არის კიდევ სხვადასხვა ჩანაწერები, რომელიც მიგვანშნებს, რომ რაღაცნაირად ფიქრობენ, როგორ გაურთულონ შემდეგ პარლამენტში უკვე ოპოზიციურ პარტიებს მუშაობა და აქტიურობა და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი,"- აღნიშნა გიგი წერეთელმა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები