პოლიტიკა

კორონავირუსი და არჩევნები - ხელისუფლება ახალ წესებზე იწყებს მუშაობას

01.06.20 17:40


"კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება გარკვეულწილად ახდენს გავლენას საარჩევნო პროცესზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს უსაფრთხოების აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება სავალდებულო. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს.

"ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცვლილებებზე, რომელიც რა თქმა უნდა წინასწარ იქნება ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს კამპანიას და არჩევნების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს, ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციები", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩვნები 31 ოქტომბერს გაიმართება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები