პოლიტიკა

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ სხდომა გამართა

02.06.20 10:30


კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, სხდომა გამართა.

კომისიის წევრებმა სატელევიზიო განხილვების ფორმატზე იმსჯელეს. კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის სატელევიზიო ფორმატში ჩატარების გადაწყვეტილება კომისიამ პირველ სხდომაზე, „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების გამო მიიღო.

კომისიის სხდომაზე შეთანხმდნენ, სატელევიზიო ფორმატში ორი განხილვა შედგება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უმასპინძლებს. ინტერაქციული კომუნიკაციის რეჟიმში, კომისიის წევრები საზოგადოებისგან შეკითხვებსაც მიიღებენ და უპასუხებენ.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საყოველთაო-სახალხო განხილვები, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, რაც დეპუტატებს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის საშუალებას 21 ივნისისთვის მისცემს. ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვა პარლამენტში 29 ივნისს დასრულდება.​

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს კონსტიტუციური პროექტის განხილვის მონაწილეებს სატელევიზიო ეთერს უთმობს. პროექტთან დაკავშირებით შეკითხვების გამოგზავნის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მოქალაქეს. განხილვა პირდაპირ ეთერში 4 ივნისს, 22:30 საათზე გაიმართება.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები