პოლიტიკა

წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა, აიკრძალოს

02.06.20 11:00


წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული.

კანონპროექტის თანახმად, ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად ისარგებლებს უფასო სარეკლამო დროით. აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოყოფს ყოველდღიურად 5 საათს, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის. რაც შეეხება ფასიან/სასყიდლიან პოლიტიკურ რეკლამას, ცვლილებების თანახმად, ის საერთოდ აიკრძალება.

კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გია ჟორჟოლიანია, რომლის შეფასებითაც, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტის წარმატების წინაპირობა უფრო მეტად იქნება წინასაარჩევნო პროგრამა და განხორციელებული საქმეების შედეგები, ვიდრე პარტიის ფინანსური სიძლიერე და გავლენა.

კანონპროექტის მიხედვით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა და ყველა საარჩევნოსუბიქეტის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის საშუალება მოიცავს არამხოლოდ ტელევიზიებს, არამედ გაზეთებსაც.

კანონპროექტის თანახმად, ტელევიზიებმა წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა საარჩევნო სუბიექტის (როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიცური) მონაწილეობით.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ასეთი ვალდებულება არსებობს მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები