პოლიტიკა
02.06.20 12:00
„ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად. ამ შეთანხმების საფუძველზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ავამოქმედოთ ახალი, 120/30-ზე საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, თითოეული პარტია უნდა მოქმედებდეს ამ შეთანხმების შესაბამისად.
„სამწუხაროდ, 2 პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს ამ დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში, რაც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად და „ქართული ოცნების“ მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ამ დოკუმენტის სრული მხარდაჭერა პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზე. ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა-გრაფიკი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად. იგი შედგება 2 სატელევიზოო ფორმატის შეხვედრებისგან საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის, რის შემდეგაც დოკუმენტი გადაინაცვლებს ოფიციალურ საპარლამენტო განხილვაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, 21- ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით პარლამენტმა უკვე 3 მოსმენით უნდა მიიღოს საბოლოოდ ეს დოკუმენტი.
„რა თქმა უნდა, სასურველია ოპოზიციამ ხმა მისცეს ამ დოკუმენტს სრულად, თუმცა მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათი ხმების გარეშეც გავიდეს ეს დოკუმენტი, და თუ არ გავა, თეორიულად ასეც რომ წარმოვიდგინოთ, ამ შემთხვევაშიც არაფერი მძიმე არ ხდება - არჩევნები ჩატარდება 77/73-ზე სისტემით, რომელიც არის ასეთივე ლეგიტიმური. თუმცა ჩვენი სურვილია გავიდეს. ამ შეთხვევაში, საქართველოში პირველად ამ 30 წლიანი ისტორიის მანძილზე მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება ისეთი სისტემით, რომელიც იქნება სრულად შეთანხმებული მთელი პოლიტიკური სპექტრის მიერ.
ჩვენ უკვე ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, რომელიც იქნება აბსოლუტურად თავისუფალი და სამართლიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ იცის და საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ გაფორმდა შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილი 120/30-ზე საარჩევნო სისტემა არის მისაღები ყველასთვის. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ყველა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს მას და თუ ვინმე არ დაუჭერს მხარს, დარჩება ამ ერთიანობის მიღმა, რაც იქნება პოლიტიკურად მისთვისვე დამაზიანებელი.
ირაჯკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიებისთვის არჩევნებმა დაკარგა აზრი.
„რეიტინგების მიხედვით ამ ორი პარტიიდან ერთს აქვს 12% მხარდაჭერა, ხოლო მეორეს - 3%. ეს მათაც იციან. ბუნებრივია, ისინიც ატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს, შესაბამისად, მათთვის არჩევნებმა უკვე დაკარგა აზრი და ბუნებრივად გადავიდნენ დესტრუქციული სცენარისკენ, თუმცა ამ დესტრუქციასაც სჭირდება თავისი მყარი საფუძველი და სახალხო მხარდაჭერა. აქაც იმდენად სუსტია მათი სახალხო მხარდაჭერა, რომ ეს დესტრუქციული სცენარიც მათი წარუმატებლობისთვისაა განწირული. მათ არ აქვთ პოზიტიური სვლა. აქედან გამომდინარე, აცხადებენ უარს, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველა
თამაში მათთვის წაგებულია და ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში არიან შესული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24