პოლიტიკა

"გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია"- გიორგი ვაშაძის პირველი კომენტარი

02.06.20 13:40


"ძალა ერთობაშია“ ეს ძალიან დიდ შინაარს ნიშნავს. ყველამ უნდა ვიცოდეთ მთავარი არის არა ის რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან რომელიმე პარტიას, არამედ ის რა სჭირდება დღეს საქარათველოს, ჩვენს მოქალაქეებს!"- ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ოპოზიციის ერთიანობის იმედი აქვს:
"სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომელთაც ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება, შიმშილი და ის თუ როგორ გამოკვებონ ოჯახი. მაგრამ რისი იმედიც მათ აქვთ ეს არის, ჩვენი ერთიანობა, ურღვეობა და ერთიან ბრძოლის ფრონტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ამ ერთობას. პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვენ ერთიანობის დარღვევას. იმიტომ, რომ გამარჯვება არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში...

მე მჯერა გამარჯვება ახლოსაა და ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას, რადგან ზუსტად ვიცი თუ რამეს ვუხსნივართ, თუკი რამე შეგვიქმნია მხოლოდ საერთო ძალისხმევით და ერთიანიბით მიგვიღწევია მისთვის!

მტერს აშინებს ჩვენი ერთობა და ბუნებრივია ყველანაირად ცდილობს განხეთქილება დათესოს ჩვენში"- განაცხადა ვაშაძემ.

"ძალა ერთობაშიაში" შემავალი ვაშაძე აღნიშნავს, რომ გაერრთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერად მისი კანდიდატურა არ დაუსვამს.

"მინდა დავამშვიდო და ვუთხრა ყველას, სადაც გიორგი ვაშაძე და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდია ერთადერთი იდეა, ერთადერთი პარტია რასაც ვემსახურებით არის საქართველო და სხვა პარტია, სხვა იდეა ჩვენ არ გვაქვს.

"რაც შეეხება პრემიერობის, საკითხს ძალიან გამიკვირდა გუშინ რომ ამაზე იყო საუბარი. ერთის მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ მოვისმინე რადიკალური განცხადებები.

მე ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე.

ეს იყო გარკვეული ადამიანების მოსაზრებები, რომლებმაც გამოთქვეს აზრი ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ყველას მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერცერთ შემთხვევაში დისონანსს ვერ შეიტანს ჩვენს ერთიანობაში. საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში და ძალაში, რომელიც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ"- აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, „ძალა ერთობაშიას“ პოლიტიკურ ჯგუფს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი:

"ვფიქრობ, რომ „ძალა ერთობაშიას“ პოლიტიკურ ჯგუფს აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატიც და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც იმიტომ, რომ ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც. ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს და ამას ყველა დასავლური საარჩევნო კამპანია გვიჩვენებს.

ყველაფერი ძალიან სწორად მიდის. ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ყველას ვთხოვ ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში. ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს მტერს უნდა. ძალა ერთობაშია და აუცილებლად ამ ერთიანი ძალებით ჩვენ გავიმარჯვებთ იმ უბედურებაზე რაც ქვეყანაში ხდება.

"ოქტომბრის არჩევნები - ეს არის არჩევანი ორ საკითხს შორის. ერთის მხრის საქართველო, რომელსაც არ აქვს პერსპექტივა და უკიდეგანო გაჭირვებაშია და საქართველო, რომელიც რეგიონის ლიდერია, წინ მიდის, თითოეულ მოქალაქეს აქვს ღირსეული სამუშაო ადგილი და ღირსეული განვითარების პერსპექტივა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები